პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაPersonal Data Protection Policy
პოლიტიკის მიზანიPurpose of the Policy
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს შპს „BROTHERS” (ს/კ 445412152)-ის ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალის (შემდგომში „კლინიკა”) მოქმედი წესებისა და პირობების ერთობლიობას, რომელთა მიზანია კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა და პერსონალური მონაცემის დამუშავებისას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებების დაცვა.This Personal Data Protection Policy is the set of rules and conditions in force at BAU International Hospital, operated by BROTHERS LLC (ID 445412152) (hereinafter the „Clinic”), aimed at ensuring compliance with the obligations set out by law and protecting human rights and freedoms during the processing of personal data — including the right to inviolability of private and family life, personal space and communication.
ტერმინთა განმარტებაDefinitions
ამ პოლიტიკის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონითა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.For the purposes of this Policy, the terms used herein have the meaning defined by the Law of Georgia „On Personal Data Protection” and by the subordinate acts issued by the Head of the Personal Data Protection Service.
მონაცემთა დამუშავების პრინციპებიPrinciples of data processing
შპს „BROTHERS” კლინიკაში პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით:At the BROTHERS LLC Clinic, personal data is processed in accordance with the following principles:
- კანონიერების პრინციპი — მონაცემები მუშავდება კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად. გამჭვირვალობის ვალდებულება არ ვრცელდება კანონით დადგენილ გამონაკლის შემთხვევებზე;Lawfulness — data is processed lawfully, fairly, transparently for the data subject and without harming their dignity. The transparency obligation does not apply to the exceptional cases established by law;
- ინფორმირებულობის პრინციპი — მონაცემები მოიპოვება მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის; დაუშვებელია მათი შემდგომი დამუშავება თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით;Purpose limitation — data is obtained only for specific, clearly defined and legitimate purposes; further processing incompatible with the original purpose is not allowed;
- პროპორციულობის პრინციპი — მონაცემები მუშავდება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად;Proportionality — data is processed only to the extent necessary to achieve the relevant legitimate purpose;
- სისწორისა და სიზუსტის პრინციპი — მონაცემები არის ნამდვილი, ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, განახლებული; არაზუსტი მონაცემები უნდა გასწორდეს, წაიშალოს ან განადგურდეს დაუყოვნებლივ;Accuracy — data is genuine, accurate and, where necessary, up to date; inaccurate data must be corrected, erased or destroyed without undue delay;
- გონივრულობის პრინციპი — მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია; მიზნის მიღწევის შემდეგ ისინი უნდა წაიშალოს, განადგურდეს ან შენახულ იქნეს დეპერსონალიზებული ფორმით, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;Storage limitation — data is stored only for as long as necessary; once the purpose is achieved it must be erased, destroyed or kept in depersonalized form, except where retention is provided for by law and is a necessary and proportionate measure to protect overriding interests in a democratic society;
- უსაფრთხოების პრინციპი — მიღებულია ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას უნებართვო ან უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.Security — technical and organizational measures are in place to protect data against unauthorized or unlawful processing, accidental loss, destruction and/or damage.
პერსონალურ მონაცემთა კატეგორიებიCategories of personal data
კლინიკა ამუშავებს ყველა სახის პირად მონაცემს, რომელსაც იღებს მონაცემთა სუბიექტისაგან, როგორც ელექტრონულად, ასევე მატერიალური სახით, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი მონაცემებით:The Clinic processes all types of personal data received from the data subject, both electronically and in hard copy, including but not limited to:
- სახელი და გვარი; პირადი ნომერი; რეგისტრირებული/ფაქტიური საცხოვრებელი მისამართი; ტელეფონის ნომერი; ელექტრონული ფოსტის მისამართი; საბანკო რეკვიზიტები; ოჯახური მდგომარეობა და ეთნიკურ კუთვნილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია (შვილების რაოდენობა, ეროვნება), მოქალაქეობა, პროფესია, სამუშაო ადგილი;Name and surname; personal ID number; registered/actual residential address; phone number; email address; bank details; marital status and information related to ethnic origin (number of children, nationality), citizenship, profession, place of work;
- სამედიცინო ისტორია (ინფორმაცია ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ; სამუშაო ადგილის, ექიმთან ვიზიტის, ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობისა და წარსულში გადატანილი დაავადებების შესახებ; ბიოლოგიური და გენეტიკური მონაცემები);Medical history (information on health and social status; workplace, doctor visits, current health condition and past illnesses; biological and genetic data);
- ლაბორატორიული კვლევის შედეგები; რადიოლოგიური და მაღალტექნოლოგიური კვლევის შედეგები; სამედიცინო მომსახურების ხარჯების შესახებ ინფორმაცია; ვიდეო- და აუდიომონიტორინგის ჩანაწერები;Laboratory test results; radiology and high-tech examination results; information on the cost of medical services; video- and audio-monitoring recordings;
- შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე ანკეტაში მოწოდებული პირადი და ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია; შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო მონაცემები; მესამე პირებთან დადებული გარიგებები; ლიცენზიები, სერტიფიკატები, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები; ნებისმიერი სხვა მონაცემი, რომელიც უკავშირდება მონაცემთა სუბიექტს და შესაძლებელს ხდის მის იდენტიფიცირებას ან დახასიათებას ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.Information about the person and family members provided in the application form before employment begins; data required to conclude an employment contract; transactions with third parties; licenses, certificates, educational documents; any other data related to the data subject that makes it possible to identify or characterize them by physical, physiological, psychological, economic, cultural or social features.
პერსონალურ მონაცემთა მოპოვებაHow personal data is collected
კლინიკის მიერ პერსონალურ მონაცემთა მოპოვება ხდება სხვადასხვა წყაროს გამოყენებით:The Clinic collects personal data from a variety of sources:
- პაციენტის კლინიკაში მომართვისას, ონლაინ ან სატელეფონო კომუნიკაციის გზით; სოციალური ქსელების გამოყენებით;when the patient contacts the Clinic, online or by phone; via social networks;
- კლინიკასთან წინასახელშეკრულებო ან სახელშეკრულებო ურთიერთობის გზით;through pre-contractual or contractual relations with the Clinic;
- პაციენტის მიერ წერილობითი განცხადების წარმოდგენით ელექტრონული ან მატერიალური ფორმით;through a written application submitted by the patient in electronic or hard-copy form;
- უშუალოდ პაციენტისგან, მისი წარმომადგენლისგან/ნათესავისგან ან სხვა სამედიცინო დაწესებულების მიერ გამოწერილი დოკუმენტისაგან;directly from the patient, their representative/relative, or from a document issued by another medical institution;
- სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ პაციენტის მოყვანისას წარმოდგენილი დოკუმენტების გზით;through documents provided when an ambulance brings the patient to the Clinic;
- ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) მეშვეობით;via the Electronic Health Records (EHR) system;
- სახელმწიფო საყოველთაო/ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამების განმახორციელებელი ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემული საგარანტიო წერილების/ვაუჩერებისა და მიმართვების მეშვეობით;via the electronic systems of bodies implementing state universal/local targeted programs, and through guarantee letters/vouchers and referrals issued by such institutions and by private insurance companies;
- სხვა სამედიცინო დაწესებულების მიერ პაციენტის გადმომისამართების გზით.through patient referral by another medical institution.
მონაცემთა დამუშავების საფუძვლებიLegal grounds for processing
კლინიკის მიერ პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონისა და მონაცემთა დაცვის ევროპული რეგულაციის (GDPR) შესაბამისად. კლინიკა ხელმძღვანელობს ჯანდაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობით (კანონები „პაციენტის უფლებების შესახებ”, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ”, „საექიმო საქმიანობის შესახებ”) და სხვა კანონქვემდებარე აქტებით.The Clinic processes personal data in accordance with the Law of Georgia „On Personal Data Protection” and the EU General Data Protection Regulation (GDPR). The Clinic is also guided by Georgian healthcare legislation (the laws „On Patient Rights”, „On Public Health” and „On Medical Practice”) and other subordinate acts governing its activities.
კლინიკა მონაცემებს ამუშავებს, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:The Clinic processes data if at least one of the following grounds exists:
- მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;the data subject has consented to the processing of their data for one or more specific purposes;
- დამუშავება აუცილებელია სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;processing is necessary to perform an obligation under a transaction with the subject, or to conclude a transaction at the subject's request;
- დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;processing is provided for by law;
- დამუშავება საჭიროა დამმუშავებლის მიერ კანონით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;processing is necessary for the controller to fulfil obligations imposed by Georgian law;
- კანონის თანახმად მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან სუბიექტმა ის საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა;the data is publicly available under the law, or the subject has made it publicly available;
- დამუშავება აუცილებელია სუბიექტის ან სხვა პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, მათ შორის ეპიდემიის მონიტორინგის ან გავრცელების აღკვეთის, ჰუმანიტარული კრიზისებისა და კატასტროფების სამართავად;processing is necessary to protect the vital interests of the subject or another person, including epidemic monitoring/prevention and the management of humanitarian crises and disasters;
- დამუშავება აუცილებელია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად;processing is necessary to protect an important public interest;
- დამუშავება აუცილებელია კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო ინტერესის ამოცანების შესასრულებლად, მათ შორის დანაშაულის თავიდან აცილების, გამოძიების, მართლმსაჯულების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების მიზნებით;processing is necessary to perform tasks in the public interest defined by law, including crime prevention and investigation, the administration of justice, public safety, and information and cyber security;
- დამუშავება აუცილებელია დამმუშავებლის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სჭარბობს სუბიექტის (მათ შორის არასრულწლოვანის) უფლებების დაცვის ინტერესი;processing is necessary to protect the significant legitimate interests of the controller or a third party, unless the interest in protecting the rights of the subject (including a minor) prevails;
- დამუშავება აუცილებელია სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).processing is necessary to examine the subject's application (to provide them with services).
მონაცემთა დამუშავების მიზნებიPurposes of processing
კლინიკისთვის მიწოდებული პერსონალური ინფორმაციის დამუშავების მიზანია: სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გაწევა, ამბულატორიული თუ სტაციონარული სამედიცინო ბარათის წარმოება, დიაგნოზის დადგენა, მკურნალობა, პირის სასიცოცხლო ინტერესების დაცვა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების ინტერესით მონაცემების დაარქივება, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, საჩივრებზე/სარჩელებზე რეაგირება, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამებიდან, სადაზღვევო და კონტრაგენტ კომპანიებიდან ანაზღაურების მიღება, პაციენტის დავალიანებების მართვა, სუბიექტთან შრომით ან სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში შესვლა, სასამართლო და ადმინისტრაციული საქმისწარმოება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მიზნები.The purpose of processing the personal information provided to the Clinic is: to deliver full medical care; to maintain outpatient or inpatient medical records; to establish diagnoses and provide treatment; to protect the person's vital interests; to archive data in the interest of public health and the effective functioning of the healthcare system; to conduct scientific research; to improve service quality; to respond to complaints and claims; to obtain reimbursement from state and local budget-funded programs, insurance and counterparty companies; to manage patient debts; to enter into labor or civil-law relations with the subject; and for judicial and administrative proceedings and other purposes provided by law.
ინფორმაციის დამუშავება მომსახურების გამწევის მიერProcessing by the healthcare provider
კლინიკა, როგორც სამედიცინო მომსახურების გამწევი, იცავს პაციენტის შესახებ ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას როგორც პაციენტის სიცოცხლეში, ისე გარდაცვალების შემდეგ. კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია, თუ:The Clinic, as a healthcare provider, protects the confidentiality of the patient information in its possession both during the patient's lifetime and after their death. Disclosure of confidential information is permitted if:
- მიღებულია პაციენტის თანხმობა;the patient's consent has been obtained;
- ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა საფრთხეს უქმნის მესამე პირის (ვინაობა ცნობილია) სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;non-disclosure would endanger the life or health of a third party whose identity is known;
- სასწავლო ან სამეცნიერო მიზნით ინფორმაცია ისეა წარმოდგენილი, რომ პიროვნების იდენტიფიკაცია შეუძლებელია;for educational or scientific purposes, the data is presented so that the person cannot be identified;
- ინფორმაცია ეხება ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობის შესაძლო ფაქტს განმეორების საშიშროებით — მიეწოდება მხოლოდ შესაბამის სახელმწიფო ორგანოს პაციენტის უფლებების დასაცავად;the information concerns a possible act of violence against women or domestic violence with a risk of recurrence — it is provided only to the relevant state body to protect the patient's rights;
- ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა.it is provided for by Georgian legislation.
სამედიცინო მომსახურებაში მონაწილე სხვა პირებისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნებაზე პაციენტის თანხმობა ნაგულისხმევად შეიძლება ჩაითვალოს. მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი (ექიმი) ვალდებულია მომსახურებამდე მიიღოს პაციენტის, ხოლო მისი ქმედუუნარობის შემთხვევაში — მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე.Consent to disclose information related to the patient's health to other persons involved in providing care may be considered implied. The person responsible for the service (the doctor) must, before providing it, obtain the written consent of the patient — or, if the patient is incapacitated, of the parent/legal representative — to process their data.
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებიSpecial categories of data
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია, თუ:Processing of special-category data is possible if:
- სუბიექტმა განაცხადა წერილობითი თანხმობა ერთი ან რამდენიმე მიზნით;the subject has given written consent for one or more purposes;
- დამუშავება პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება კანონით და აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში;processing is directly and specifically regulated by law and is a necessary and proportionate measure in a democratic society;
- დამუშავება აუცილებელია სუბიექტის ან სხვა პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, როცა სუბიექტს ფიზიკურად ან სამართლებრივად არ შეუძლია თანხმობის განცხადება;processing is necessary to protect the vital interests of the subject or another person where the subject is physically or legally unable to give consent;
- დამუშავება აუცილებელია ჯანდაცვის სფეროში პრევენციული, დიაგნოსტიკური, სამკურნალო, სარეაბილიტაციო და პალიატიური მზრუნველობის, სამედიცინო მოწყობილობებისა და პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სისტემის მართვის მიზნით, კანონმდებლობის ან პროფესიული საიდუმლოს დაცვის ვალდებულების მქონე სპეციალისტთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად;processing is necessary in healthcare for preventive, diagnostic, treatment, rehabilitation and palliative care, for the quality and safety of medical devices and products, and for managing the healthcare system, in accordance with the law or a contract with a professional bound by professional secrecy;
- დამუშავება აუცილებელია შრომითი ვალდებულებებისა და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის დასაქმების გადაწყვეტილების მისაღებად ან შრომითი უნარების შესაფასებლად;processing is necessary given the nature of employment obligations, including to make employment decisions or assess a candidate's abilities;
- დამუშავება აუცილებელია საჯარო ინტერესებისთვის არქივირების, სამეცნიერო/ისტორიული კვლევის ან სტატისტიკური მიზნებით, სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო ღონისძიებებით;processing is necessary for archiving in the public interest, for scientific or historical research or statistical purposes, with appropriate safeguards for the subject's rights;
- კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.in other cases defined by law.
შიდა ელექტრონული პროგრამაInternal electronic software
შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხების დაგეგმვის, განხორციელების, მართვის, ადმინისტრირების, უსაფრთხოების, ანგარიშგების, მონიტორინგისა და სამართალწარმოების, აგრეთვე პაციენტისთვის გაწეული მომსახურების აღრიცხვისა და სამუშაო პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, კლინიკა იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას „Accuracy med” — სამედიცინო კლინიკის ავტომატიზირებული მართვის ელექტრონულ სისტემას, რომელიც შეძენილი აქვს უვადო არაექსკლუზიური ლიცენზიით. პროგრამის გამოყენებისა და უსაფრთხოების წესები განსაზღვრულია კლინიკის ხელმძღვანელობის ბრძანებით.For planning, implementing, managing, administering, securing, reporting on, monitoring and litigating matters arising from employment contracts, and to record services provided to patients and ensure transparency of the work process, the Clinic uses the software „Accuracy med” — an automated electronic management system for medical clinics, acquired under a perpetual, non-exclusive license. The rules for using this software and its security are set out by an order of the Clinic's management.
ელექტრონული ჩანაწერების სისტემა (EHR)Electronic Health Records (EHR)
EHR სისტემა არის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ციფრული საცავი. ექიმი ვალდებულია სტაციონარული და ამბულატორიული შემთხვევების ინფორმაცია EHR სისტემაში გადასცეს პაციენტის გაწერიდან/ვიზიტის დასრულებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში (არაიდენტიფიცირებული პაციენტების შემთხვევაში — იდენტიფიკაციიდან 14 დღეში). ვადის დარღვევით შეტანილ შემთხვევას ენიჭება სტატუსი „ვადაგადაცილებული”; მონაცემთა შეტანა შეუძლებელია შემთხვევის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ. პაციენტის ინფორმირებული თანხმობით, შეყვანილი ეპიზოდის/ვიზიტის მონაცემები შეიძლება იყოს: ა) ხილული სისტემაში ავტორიზებული ყველა ექიმისთვის; ბ) დაფარული — ხელმისაწვდომი მხოლოდ პაციენტისა და მონაცემის შემტანი პირისთვის; გ) ნაწილობრივ ხილული.The EHR system is a digital repository of data on the patient's health. A doctor must transfer information about inpatient and outpatient cases to the EHR system within 14 calendar days of the patient's discharge/end of the outpatient visit (for unidentified patients — within 14 days of identification). A case entered after this deadline is marked „overdue”; data cannot be entered more than 3 months after the case ends. With the patient's informed consent, episode/visit data may be: (a) visible to all doctors authorized in the system; (b) hidden — accessible only to the patient and the person who entered it; or (c) partially visible.
არასრულწლოვანის შესახებ მონაცემებიMinors' data
არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავება მისი თანხმობით დასაშვებია, თუ მან 16 წელს მიაღწია; 16 წლამდე — მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. კლინიკა იღებს გონივრულ ზომებს 16 წლამდე არასრულწლოვანის წარმომადგენლის თანხმობის დასადასტურებლად. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით. კლინიკა ითვალისწინებს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს; თანხმობა არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ დამუშავება საფრთხეს უქმნის მის ინტერესებს.Processing a minor's data based on their consent is permitted if the minor is 16 or older; for those under 16 — with the consent of a parent or other legal representative, except where directly provided by law. The Clinic takes reasonable measures to verify the representative's consent for minors under 16. Special-category data may be processed only with the representative's written consent. The Clinic acts in the best interests of the minor; consent is not valid if the processing endangers or harms those interests.
გარდაცვლილი პირის მონაცემებიDeceased persons' data
კლინიკა გარდაცვლილი პირის მონაცემებს ამუშავებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მწვავე ინფექციების პრევენციისა და სტატისტიკურ-კვლევითი მიზნით. მემკვიდრის თანხმობის გარეშე მუშავდება გარდაცვლილის სახელი, გვარი, სქესი, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები. სხვა მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის) დამუშავებისას თანხმობა მიიღება მშობლის, შვილის, შვილიშვილის ან მეუღლისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს სხვა ლეგიტიმური საფუძველი ან პირმა გარდაცვალებამდე წერილობით აკრძალა დამუშავება.The Clinic processes a deceased person's data for public-health purposes, to prevent the spread of acute infections, and for statistical and research purposes. Without the heir's consent, the deceased's name, surname, sex and dates of birth and death are processed. For any other data (including special categories), consent is obtained from the deceased's parent, child, grandchild or spouse, unless another legitimate ground exists or the person prohibited such processing in writing before death.
მონაცემთა შენახვის ვადებიData retention periods
- სტაციონარული სამედიცინო ბარათი (ისტორია) ინახება არანაკლებ 15 წლის ვადით (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანების შესაბამისად);Inpatient medical records (case history) are kept for at least 15 years (in accordance with Order No. 108/n of the Minister of Labour, Health and Social Affairs of Georgia of 19 March 2009);
- ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაცია ინახება არანაკლებ 5 წლის ვადით;Outpatient medical documentation is kept for at least 5 years;
- სხვა დოკუმენტაციის შენახვის ვადები განისაზღვრება კანონმდებლობით, სახელშეკრულებო ურთიერთობით, ხანდაზმულობით, მაკონტროლებელი ორგანოების შემოწმების ვადებით, ლეგიტიმური ინტერესით, მომსახურების სპეციფიკითა და სასამართლო საქმისწარმოების ვადებით.Retention periods for other documentation are set by law, contractual relations, limitation periods, the inspection periods of supervisory bodies, the existence of a legitimate interest, the specifics of the service, and litigation periods.
ვიდეომონიტორინგიVideo monitoring
დანაშაულის თავიდან აცილების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, პირისა და საკუთრების დაცვის, კონფიდენციალური ინფორმაციისა და კლინიკის ლეგიტიმური ინტერესების დაცვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონის მოთხოვნების დაცვით, შპს „BROTHERS”-ში 24/7 რეჟიმში მიმდინარეობს შენობის გარე და შიდა პერიმეტრის (მათ შორის სალარო/რეგისტრატურა და მედიკამენტების შენახვის ოთახები) ვიდეომონიტორინგი. თვალსაჩინო ადგილას განთავსებულია გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც შეიცავს შესაბამის წარწერას და დამმუშავებლის საკონტაქტო მონაცემებს. ვიდეოთვალთვალი დაუშვებელია გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში. სისტემა და ჩანაწერები დაცულია არამართლზომიერი გამოყენებისგან; წვდომა აქვთ მხოლოდ ავტორიზებულ პირებს და მიმდინარეობს წვდომის თითოეული შემთხვევის აღრიცხვა.To prevent crime, ensure public safety, protect persons and property, safeguard confidential information and the Clinic's legitimate interests, and in compliance with the Law „On Personal Data Protection”, BROTHERS LLC conducts 24/7 video monitoring of the external and internal perimeter of the building, including the cashier/reception and medication-storage rooms. A visible warning sign — containing an appropriate notice and the controller's contact details — is placed in a prominent location. Video surveillance is prohibited in changing rooms and sanitary areas. The system and recordings are protected from unlawful use; only authorized persons have access, and each instance of access is logged.
აუდიომონიტორინგიAudio monitoring
აუდიომონიტორინგი ხორციელდება ლეგიტიმური ინტერესით, მომსახურების ხარისხის კონტროლის მიზნით ან/და სუბიექტის თანხმობით, კლინიკასთან სატელეფონო კომუნიკაციისას. ცხელ ხაზზე ჩაწერის დაწყებამდე სუბიექტი ინფორმირდება ხმოვანი სიგნალით. ცხელი ხაზით სარგებლობისას სუბიექტი აცხადებს თანხმობას მონაცემთა დამუშავებაზე; თუ არ ეთანხმება ჩაწერის მიზნებს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცხელი ხაზით სარგებლობა. კლინიკა უფლებამოსილია ჩანაწერი გამოიყენოს მტკიცებულებად. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კლინიკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს.Audio monitoring is carried out on the basis of legitimate interest, to ensure service-quality control, and/or with the subject's consent, during telephone communication with the Clinic. Before recording begins on the hotline, the subject is warned by an audible signal. By using the hotline the subject consents to the processing of their data; if the subject does not agree with the purposes of recording, they must immediately stop using the hotline. The Clinic is entitled to use the recording as evidence. For detailed information you may contact the Clinic's Data Protection Officer.
მარკეტინგული მიზნებიMarketing purposes
კლინიკის საქმიანობის პოპულარიზაციისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, თქვენი წერილობითი თანხმობის საფუძველზე და მისით განსაზღვრული მოცულობით, შესაძლოა დამუშავდეს თქვენი სახელი, გვარი, ფოტო, ვიდეო და ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თანხმობით განსაზღვრულ არხებზე (კლინიკის ვებ-გვერდი/სოციალური ქსელი, საიმიჯო მასალები და სხვ.) განთავსების გზით.To promote the Clinic's activities and inform the public, and based on your written consent and to the extent it defines, your name, surname, photo, video and information about your health may be processed by placing them on the channels you consented to: the Clinic's website/social networks, image materials and other public-information channels.
დამუშავება უფლებამოსილი პირის მიერProcessing by authorized persons
პერსონალური მონაცემები შესაძლოა გადაეცეს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც კლინიკის მიერ უფლებამოსილნი არიან დამუშავებაზე, მათ შორის კონტრაქტორ კომპანიებს. ასეთი პირები შეიძლება იყვნენ:Personal data may be transferred only to persons authorized by the Clinic to process it, including contractor companies. Such persons may be:
- სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები; ლაბორატორიული კვლევების მიმწოდებლები; საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სერვისის მიმწოდებლები;medical-service providers; laboratory-test providers; information-technology (IT) service providers;
- სამედიცინო პროგრამული სისტემის ოპერატორები; სამედიცინო სადაზღვევო კომპანიები (სადაზღვევო მოთხოვნების ადმინისტრირებისთვის);operators of the medical software system; medical insurance companies (for administering insurance claims);
- სატელეფონო და საკომუნიკაციო მომსახურების პროვაიდერები და სხვა სახელმწიფო უწყებები/კომპანიები, რომლებიც სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ამუშავებენ მონაცემებს.telephone and communication service providers, and other state agencies/companies that process data within a contractual relationship.
მონაცემთა გადაცემა ხდება ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს დამუშავების საფუძვლებს, მიზნებს, მონაცემთა კატეგორიებს, ვადასა და მხარეთა უფლება-მოვალეობებს, ან/და კანონის საფუძველზე. უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაიცვას მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა და ინფორმაციის კონფიდენციალურობა.Data is transferred under a contract defining the grounds and purposes of processing, the categories of data, the processing period, and the parties' rights and obligations, and/or on the basis of law. The authorized person must comply with data-protection legislation and ensure the confidentiality of the information.
ინფორმაციის მიღების უფლებაRight to obtain information
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს კლინიკას მოსთხოვოს დადასტურება, მუშავდება თუ არა მისი მონაცემები, და უსასყიდლოდ მიიღოს ინფორმაცია:The data subject has the right to ask the Clinic to confirm whether their data is being processed and to receive the following information free of charge:
- მუშავებულ მონაცემებზე, დამუშავების საფუძველსა და მიზანზე;the data being processed and the grounds and purpose of processing;
- მონაცემთა მოპოვების წყაროზე;the source from which the data was obtained;
- შენახვის ვადაზე ან ვადის განსაზღვრის კრიტერიუმებზე;the storage period, or the criteria for determining it;
- სუბიექტის უფლებებზე;the rights of the data subject;
- სხვა სახელმწიფოსთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემის სამართლებრივ საფუძველზე, მიზნებსა და გარანტიებზე;the legal basis, purposes and safeguards for any transfer to another state or international organization;
- მიმღების ვინაობასა და კატეგორიებზე, გადაცემის საფუძველსა და მიზანზე;the identity and categories of recipients, and the basis and purpose of transfer to third parties;
- ავტომატიზებული დამუშავებისა და პროფაილინგის, მისი ლოგიკისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.automated processing and profiling, the logic involved and the expected consequences.
სუბიექტმა ინფორმაცია უნდა მიიღოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა; განსაკუთრებულ შემთხვევაში ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც სუბიექტს დაუყოვნებლივ ეცნობება.The subject must receive the requested information no later than 10 working days after the request; in exceptional, justified cases this may be extended by up to a further 10 working days, of which the subject is promptly notified.
მონაცემთა სუბიექტის უფლებებიRights of the data subject
თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოიხმოთ გაცემული თანხმობა, რის შემდეგაც შეწყდება თანხმობის საფუძველზე დამუშავება, გარდა კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლის არსებობისა. ასევე უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია დამუშავების შესახებ, მოითხოვოთ მონაცემთა გაცნობა და ასლი, განახლება, გასწორება ან შევსება, დამუშავების შეწყვეტა ან წაშლა, აგრეთვე მონაცემთა დაბლოკვა. უფლებების რეალიზაციისთვის ან კონსულტაციისთვის დაუკავშირდით კლინიკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს.You have the right to withdraw your consent at any time, without explanation, upon which processing based on that consent will stop, except where another legal ground exists. You also have the right to obtain information about the processing, request access and a copy, request updating, correction or completion, request the cessation of processing or erasure, and request the blocking of data. To exercise your rights or for any consultation, contact the Clinic's Data Protection Officer.
უფლებების შეზღუდვაRestriction of rights
სუბიექტის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით, არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და ეს აუცილებელი და პროპორციული ზომაა, ხოლო უფლების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:The subject's rights may be restricted where this is directly provided by Georgian law, does not violate fundamental human rights, and is a necessary and proportionate measure, and where exercising the rights could endanger:
- სახელმწიფო, ინფორმაციულ და კიბერუსაფრთხოებას ან თავდაცვის ინტერესებს;state, information and cyber security or defense interests;
- საზოგადოებრივ უსაფრთხოებას;public safety;
- დანაშაულის პრევენციას, გამოძიებას, მართლმსაჯულებას, სასჯელაღსრულებასა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;the prevention, investigation and prosecution of crime, the enforcement of sentences, and operative-search activities;
- ქვეყნის ფინანსურ ან ეკონომიკურ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ინტერესებს;the country's financial or economic interests and public-health and social-protection interests;
- პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენასა და პასუხისმგებლობის დაკისრებას;the detection of breaches of professional ethics and the imposition of liability;
- სუბიექტის ან სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებას;the rights and freedoms of the subject or others, including freedom of expression;
- სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა საიდუმლოებების დაცვას;the protection of state, commercial, professional and other secrets provided by law;
- სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.the establishment of a legal claim or defense.
გასაჩივრების უფლებაRight to appeal
უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, სუბიექტს უფლება აქვს მიმართოს კლინიკის ადმინისტრაციას ან/და იურიდიულ დეპარტამენტს (წერილობითი საჩივარი შესაძლებელია გამოიგზავნოს მისამართზე info@bih.ge), პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან/და სასამართლოს.In the event of a breach of the rights and rules established here and in the Law „On Personal Data Protection”, the subject has the right to apply to the Clinic's administration and/or legal department (a written complaint may be sent to info@bih.ge), to the Personal Data Protection Service, and/or to the court.
მონაცემთა უსაფრთხოებაData security
კლინიკა ვალდებულია მიიღოს ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურების, შეცვლის, გამჟღავნების, მოპოვების, უკანონო გამოყენებისა და დაკარგვისგან. ნებისმიერი დასაქმებული, რომელიც მონაწილეობს დამუშავებაში ან აქვს წვდომა, ვალდებულია არ გასცდეს უფლებამოსილებას და დაიცვას კონფიდენციალურობა, მათ შორის სამსახურის შეწყვეტის შემდეგ. დასაქმებულს ეკრძალება:The Clinic must take (and, where necessary, update) organizational and technical measures ensuring the protection of data against accidental or unlawful destruction, alteration, disclosure, acquisition, any other unlawful use, and loss. Any employee who participates in processing or has access to data must not exceed their authority and must protect confidentiality, including after the termination of their employment. An employee is prohibited from:
- სამსახურეობრივი მოვალეობის შედეგად მიღებული ინფორმაციის სხვა პირისთვის გადაცემა კანონიერი საფუძვლის გარეშე;disclosing information obtained through their duties to another person without a legal ground;
- მონაცემის კლინიკის ტერიტორიის გარეთ ან განკუთვნილი ადგილის გარდა შენახვა;storing data outside the Clinic's premises or anywhere other than the designated place;
- მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის გამრავლება/სკანირება, თუ ეს არ უკავშირდება მის მოვალეობებს;copying/scanning documents containing data unless related to their duties;
- მატერიალური საცავის ღია, ხელმისაწვდომ მდგომარეობაში დატოვება;leaving a physical storage of data open and accessible to others;
- მოვალეობებთან დაუკავშირებელი მონაცემების დამუშავება;processing data unrelated to their duties;
- ორგანიზაციის ციფრულ პლატფორმებზე შესვლის მონაცემების სხვისთვის გადაცემა;sharing the organization's digital-platform login credentials with others;
- მესამე პირისთვის მონაცემთა გადაცემისას მოთხოვნის კანონიერების შემოწმება ხდება იურიდიულ დეპარტამენტთან ან/და მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, და ინფორმაცია გაიცემა მხოლოდ მათი დასტურის შემდეგ.when transferring data to a third party, the lawfulness of the request is verified with the legal department and/or Data Protection Officer, and information is released only after their approval.
ყველა მატერიალური საცავი დაკეტილია და ხელმისაწვდომია მხოლოდ შესაბამისი დასაქმებულისთვის. კლინიკა უზრუნველყოფს ელექტრონული მონაცემების ყველა მოქმედების აღრიცხვას, ხოლო არაელექტრონული მონაცემების გამჟღავნებასთან ან ცვლილებასთან დაკავშირებული მოქმედებების აღრიცხვას. ციფრული პლატფორმები დაცულია ლიცენზირებული, პერიოდულად განახლებადი უსაფრთხოების სისტემებით, რომელსაც მართავს კვალიფიციური სპეციალისტი. სამედიცინო პერსონალი იცავს კონფიდენციალურობას გასაუბრებისასაც და პაციენტს ესაუბრება იზოლირებულ სივრცეში.All physical storage is kept locked and accessible only to the relevant employee. The Clinic logs all actions performed on electronic data and all actions related to the disclosure or alteration of non-electronic data. Digital platforms are protected by licensed, periodically updated security systems managed by a qualified specialist. Medical staff protect confidentiality during consultations too, speaking with the patient in an isolated space.
ინციდენტზე რეაგირებაIncident response
ადამიანის ძირითადი უფლებებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხისშემცველი ინციდენტის განსაზღვრის კრიტერიუმები, პასუხისმგებელი პირი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სუბიექტის შეტყობინების პროცედურები გაწერილია კლინიკის ხელმძღვანელობის ბრძანებით.The criteria for identifying an incident that poses a significant threat to fundamental human rights, the person responsible for reporting it, and the procedures for notifying the Personal Data Protection Service and the data subject are set out by an order of the Clinic's management.
დამუშავების კონტროლიControl of processing
პოლიტიკასთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობა რეგულარულად მოწმდება და კონტროლდება უფლებამოსილი თანამშრომლების ან/და მონაცემთა დაცვის ოფიცრის მიერ. კლინიკა უზრუნველყოფს დასაქმებულთა პერიოდულ სწავლება-ტრენინგებს პოლიტიკისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულებისთვის.Compliance with this Policy and applicable legislation is checked and controlled regularly by authorized employees and/or the Data Protection Officer. The Clinic provides periodic training for employees to ensure strict compliance with the Policy and the law.
მონაცემთა დაცვის ოფიცერიData Protection Officer
კლინიკას ჰყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი — შორენა სოლომონიძე, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ განცხადებით, კითხვით, საჩივრით ან ინფორმაციის მიწოდების მიზნით მისამართზე: shorena.solomonidze@bih.ge.The Clinic has a Data Protection Officer — Shorena Solomonidze — whom you may contact with an application, question, complaint or to provide information at: shorena.solomonidze@bih.ge.
პასუხისმგებლობაLiability
კანონმდებლობისა და პოლიტიკის დარღვევის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია გაატაროს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, რომელთა შეფარდებას წყვეტს ინდივიდუალურად, ფაქტობრივი გარემოებებისა და დარღვევის სიმძიმის შეფასების საფუძველზე.In the event of a breach of the legislation and this Policy, the company is entitled to apply disciplinary measures, deciding on them case by case based on an assessment of the actual circumstances and the severity of the breach.
დასკვნითი დებულებებიFinal provisions
თუ რომელიმე პუნქტი ბუნდოვნად განიმარტება ან წარმოიშობა კოლიზია, კომპანია უპირატესობას ანიჭებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალ ღირებულებას და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საკითხები, რომლებიც სრულად არ არის მოწესრიგებული ამ დებულებით, შესაძლოა დარეგულირდეს დამატებითი ბრძანებებით, ცვლილებებით ან შეივსოს კანონმდებლობით.If any provision may be interpreted ambiguously, or a conflict arises, the company gives priority to the high value of personal-data protection and acts in accordance with Georgian legislation. Matters not fully regulated by this Policy may be governed by additional orders and amendments, or supplemented by the applicable legislation of Georgia.
ცვლილებები პოლიტიკაშიChanges to the Policy
ეფექტიანობისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის მიზნით, კლინიკა უფლებამოსილია ნებისმიერ დროს განაახლოს და ცვლილებები შეიტანოს პოლიტიკაში. წესები, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ პოლიტიკით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობითა და კლინიკის შიდა სტანდარტებით.For the sake of effectiveness and legal compliance, the Clinic may update and amend this Policy at any time. Rules not defined by this Policy are governed by Georgian legislation and the Clinic's internal standards.
დაგვიკავშირდითContact us
თუ გაქვთ შეკითხვები ამ პოლიტიკასთან დაკავშირებით ან გაინტერესებთ დამატებითი ინფორმაცია, მოგვმართეთ მისამართზე info@bih.ge ან დაუკავშირდით მონაცემთა დაცვის ოფიცერს — shorena.solomonidze@bih.ge. ტელეფონი: +995 422 21 33 33.If you have questions about this Policy or would like additional information, please contact us at info@bih.ge or reach the Data Protection Officer at shorena.solomonidze@bih.ge. Phone: +995 422 21 33 33.
